კალათბურთი | გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ბრუკლინ ნეტსი“ დაამარცხა #1TVSPORT
კალათბურთი | გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ბრუკლინ ნეტსი“ დაამარცხა #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საშიანო მოედანზე „ბრუკლინ ნეტსთან“ გამართა და 105:98 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 16 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 6 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება შესძინა. ბითაძემ სამი ორქულიანი ჩააგდო.

„ორლანდოს“ შემადგენლობაში გამორჩეულები იყვნენ გერმანიის ნაკრების მოთამაშეები – ფრანც ვაგნერმა 25 ქულა მოიპოვა, ხოლო ტრისტან და სილვამ – 22.

ქართველი მოთამაშის გუნდი 7 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ორლანდო“ 17 ნოემბერს „ჰიუსტონ როკეტსთან“ ჩაატარებს.