კალათბურთი | გოგა ბითაძის 9 ქულა „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ვაშინგტონ უიზარდსთან“ გამართა და 126:109 გაიმარჯვა.
დიდი ხნის პაუზის შემდეგ „ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს სათამაშო დრო მისცა. ბითაძემ მოედანზე 21 წუთი გაატარა, ხოლო ამ დროში გუნდს 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება შესძინა. ქართველმა ორი ორქულიანი და ხუთი საჯარიმო ჩააგდო.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო ამერიკელი უკანახაზელი პაოლო ბანკერო 37 ქულით.
ბითაძის „ორლანდო“ 32 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.