კალათბურთი | გოგა ბითაძის 9 ქულა და 7 მოხსნა „ლეიკერსთან“ შეხვედრაში #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ლოს ანეჯელეს ლეიკერსთან“ გამართა და 104:105 დამარცხდა.
„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს 18 წუთი დაუთმო, ხოლო ამ დროში ბითაძემ გუნდს 9 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა. საქართველოს ნაკრების წევრმა სამი ორქულიანი და სამი საჯარიმო ჩააგდო.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო პაოლო ბანკერო 16 ქულით, ხოლო „ლეიკერსის“ რიგებში 33 ქულა ჰქონდა ლუკა დონჩიჩს.
ბითაძის „ორლანდო“ 38 მოგებითა და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა.