კალათბურთი | გოგა ბითაძის 8 ქულა, 4 დაფარება და გამარჯვება „ჩიკაგო ბულსთან“ #1TVSPORT
კალათბურთი | გოგა ბითაძის 8 ქულა, 4 დაფარება და გამარჯვება „ჩიკაგო ბულსთან“ #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ გამართა და 125:120 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 18 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 4 დაფარება და ერთი ჩაჭრა შესძინა. ბითაძემ სამი ორქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო, დაფარებების მხრივ კი ის მოედანზე ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

„ორლანდოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა დესმონდ ბეინს ჰქონდა – 37.

ქართველი მოთამაშის გუნდი 13 მოგებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ორლანდო“ 4 დეკემბერს „სან ანტონიოსთან“ ჩაატარებს.