კალათბურთი | გოგა ბითაძის 15 ქულა - „ორლანდო მეჯიქმა“ „ვაშინგტონ უიზარდსი“ დაამარცხა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში სტუმრად „ვაშინგტონ უიზარდსს“ დაუპირისპირდა და 125:94 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 20 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 15 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება და ერთი ჩაჭრა შესძინა. ბითაძემ ექვსი ორქულიანი და ერთი სამქულიანი ჩააგდო.
„ორლანდოს“ შემადგენლობაში 28 ქულით საუკეთესო ამერიკელი პაოლო ბანკერო იყო, 25 ქულა ჰქონდა გერმანიის ნაკრების მოთამაშეს, ფრანც ვაგნერს.
გოგა ბითაძის გუნდს 3 მოგება და 4 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ფლორიდის წარმომადგენელი 5 ნოემბერს „ატლანტა ჰოუქსთან“ ჩაატარებს.