კალათბურთი | გოგა ბითაძის 14 ქულა და 15 მოხსნა „მინესოტასთან“ მატჩში #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ გამართა და 132:120 გაიმარჯვა.
„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს 21 წუთი დაუთმო, ხოლო ბითაძემ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა – 14 ქულა, 15 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა, ერთი დაფარება. ქართველმა თამაშიდან 6 ბურთი ჩააგდო, ასევე გამოიყენა 2 საჯარიმო.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო აშშ-ის ნაკრების უკანახაზელი პაოლო ბანკერო – 20 ქულა.
ბითაძის „ორლანდო“ 44 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 მატჩი დარჩა.