კალათბურთი | გოგა ბითაძის 10 ქულა „ვაშინგტონ უიზარდსის“ წინააღმდეგ #1TVSPORT
კალათბურთი | გოგა ბითაძის 10 ქულა „ვაშინგტონ უიზარდსის“ წინააღმდეგ #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ვაშინგტონ უიზარდსის“ წინააღმდეგ გამართა და 112:120 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 20 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 10 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. ბითაძემ ხუთი ორქულიანი ჩააგდო.

„ორლანდოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა ჯეისონ რიჩარდსონს ჰქონდა – 20.

ქართველი მოთამაშის გუნდი 20 მოგებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ორლანდო“ 8 იანვარს „ბრუკლინ ნეტსთან“ ჩაატარებს.