კალათბურთი | გოგა ბითაძემ ყოფილ გუნდთან მატჩში მოედანზე 20 წუთი გაატარა #1TVSPORT
კალათბურთი | გოგა ბითაძემ ყოფილ გუნდთან მატჩში მოედანზე 20 წუთი გაატარა #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ინდიანა პეისერსთან“ გამართა და 126:128 დამარცხდა.

„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს ყოფილ გუნდთან შეხვედრაში 20 წუთი დაუთმო, ხოლო ამ დროში ბითაძემ 6 ქულას, 7 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. მან ერთი ორქულიანი და ოთხი საჯარიმო ჩააგდო.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო პაოლო ბანკერო 39 ქულით.

ბითაძის „ორლანდო“ 38 მოგებითა და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა.