კალათბურთი | გოგა ბითაძემ „ინდიანასთან“ მატჩში „ორლანდოს“ 14 ქულა შესძინა #1TVSPORT
კალათბურთი | გოგა ბითაძემ „ინდიანასთან“ მატჩში „ორლანდოს“ 14 ქულა შესძინა #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ინდიანა პეისერსის“ წინააღმდეგ გამართა და 112:110 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მწვრთნელისგან 19 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 14 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ბითაძემ ექვსი ორქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო.

„ორლანდოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა ამერიკელ გამთამაშებელს, პაოლო ბანკეროს ჰქონდა – 29.

ქართველი მოთამაშის გუნდი 19 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ორლანდო“ 3 იანვარს „ჩიკაგო ბულსთან“ ჩაატარებს.