კალათბურთი | გოგა ბითაძემ „ჩიკაგოსთან“ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT
კალათბურთი | გოგა ბითაძემ „ჩიკაგოსთან“ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ჩიკაგო ბულსთან“ გამართა და 127:103 გაიმარჯვა.

„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს 16 წუთი დაუთმო, ხოლო ბითაძე მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მან ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა ორმაგი დუბლი – 15 ქულა, 11 მოხსნა, 2 დაფარება. ქართველის მიერ თამაშის დროს შესრულებული 7 ტყორცნიდან 6 ზუსტი იყო.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ გერმანიის ნაკრების ფორვარდი ფრანც ვაგნერი – 25 ქულა.

ბითაძის „ორლანდო“ 45 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი მატჩი დარჩა, 13 აპრილს „ბოსტონის“ წინააღმდეგ.