კალათბურთი | ესპანური მედიის ცნობით, თორნიკე შენგელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა #1TVSPORT
კალათბურთი | ესპანური მედიის ცნობით, თორნიკე შენგელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას ტრავმა სერიოზული არ არის და ის მოედანს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება, – ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დაზიანება ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში „მურსიასთან“ მიიღო და მოედანი მეოთხე მეოთხედის ბოლოს დატოვა. აღნიშნულ შეხვედრაში შენგელიამ თავის გუნდს 25 წუთში 21 ქულა მოუტანა.

როგორც გამოცემა Sport-ი წერს, „ბარსელონაში“ შენგელიას დააკვირდებიან და ითამაშებს თუ არა ის პარასკევს ევროლიგაში მადრიდის „რეალის“ წინააღდეგ, ხუთშაბათს გადაწყდება.

წყაროს ცნობით, თუ 34 წლის ქართველი კალათბურთელი „რეალთან“ მატჩს გამოტოვებს, შემდეგ მას საშუალებას მისცემენ, კიდევ ცოტა ხანს დაისვენოს და ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩსაც გამოტოვებს.

თორნიკე შენგელია მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ ლიდერია – ის ევროლიგაში საშუალოდ – 14.0 ქულას, ხოლო ესპანეთის ლიგაში 15.2 ქულას აგროვებს.