კახი ასანიძემ სამი პირადი რეკორდი გააუმჯობესა #1TVSPORT
კახი ასანიძემ სამი პირადი რეკორდი გააუმჯობესა #1TVSPORT

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 6 აპრილს 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე კახი ასანიძემ სამი პირადი რეკორდი დაამყარა და საკუთარი შედეგი გააუმჯობესა.

საქართველოს ნაკრების წევრმა ატაცში ჯერ 144, შემდეგ კი 148 კგ. დაძლია და მე-8 ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება აკვრას – 172 კგ-ის დაფიქსირების შემდეგ კახი ასანიძემ 179 კგ. დაძლია და შეჯიბრი მეშვიდე შედეგით დაასრულა.

კახი ასანიძე ორჭიდის ჯამში 327 კგ-ით მეშვიდე ადგილზე გავიდა.

მან ატაცსა და აკვრაში საკუთარი შედეგი თითო კილოგრამით გააუმჯობესა და ამ მაჩვენებელმა ორჭიდში 2 კგ. შეადგინა.

კახი ასანიძე საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ვაჟია.

დღეისათვის საქართველოს ნაკრების წევრებს 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული.

დატოვე კომენტარი