კახი ასანიძემ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
კახი ასანიძემ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლების კომპლექტი 73 კგ. წონით კატეგორიაში გათამაშდა.

საქართველოს ნაკრების წევრმა კახი ასანიძემ ატაცში ჯერ 144, შემდეგ კი 148 კგ. დაძლია და მე-8 ადგილზე გავიდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 172 კგ-ის დაფიქსირების შემდეგ 179 კგ. დაძლია და შეჯიბრი მეშვიდე შედეგით დაასრულა.

კახი ასანიძე ორჭიდის ჯამში 327 კგ-ით მეშვიდე ადგილზე გავიდა.

კახი ასანიძე საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ვაჟია.

დატოვე კომენტარი