კახა კალაძე - პუტინი თავის პოლიტიკას ატარებს და არასწორ ფაქტებს ამბობს, მაგრამ ჩვენ შვილებს უნდა ავუხსნათ, რეალურად რა და როგორ იყო
კახა კალაძე - პუტინი თავის პოლიტიკას ატარებს და არასწორ ფაქტებს ამბობს, მაგრამ ჩვენ შვილებს უნდა ავუხსნათ, რეალურად რა და როგორ იყო

პუტინი თავის პოლიტიკას ატარებს და არასწორ ფაქტებს ამბობს, მაგრამ ჩვენ შვილებს უნდა ავუხსნათ, რეალურად რა იყო, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეს ადამიანი აკეთებს ასეთ განცხადებებს და არასწორ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი ისტორიაც და ძალიან კარგად ვიცით ყველა ის ისტორიული ფაქტი, რაც ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ის ცხადია, თავის პოლიტიკას ატარებს და ამბობს იმ არასწორ ფაქტებს, რაც მას სურს, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს, რეალურად რა იყო და როგორ იყო, ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ამას არა მხოლოდ განცხადებები, არამედ ქმედებები უნდა მოჰყვეს საქართველოს მხრიდან.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი“.