კახა კალაძე აცხადებს, რომ კოალიციური მთავრობის საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ კოალიციური მთავრობის საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. კალაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მედიით გაკეთებულ განცხადებაზე.
„ეს სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, არც ჩემი გადასაწყვეტია, უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კალაძემ.