კახა ცხადაძე - თუ მეტოქის მინუსებს უკეთ გამოვიყენებთ, ბაქოში უნდა მოვიგოთ #1TVSPORT
კახა ცხადაძე - თუ მეტოქის მინუსებს უკეთ გამოვიყენებთ, ბაქოში უნდა მოვიგოთ #1TVSPORT

კახა ცხადაძემ ბაქოს „ნეფთჩისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შეაფასა – „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის აზრით, გუნდი წაგებას არ იმსახურებდა.

– ძნელია, ასეთი თამაშის შეფასება, ემოციები ყოველთვის ჭარბობს. ფაქტია, რომ დიდი უპირატესობა გვქონდა, მომენტებიც შევქმენით, მაგრამ წავაგეთ.

– ასეთი თამაშები გვაჩვენებს, რომ მსგავსი გოლების გაშვება გუნდზე ცუდად მოქმედებს. ძნელია, ვუსაყვედურო ფეხბურთელებს. პირველ ტაიმში ჩვენმა სქემამ იმუშავა, მაგრამ მეტოქის მეკარემ მაღალ დონეზე ითამაშა.

– მართალია, შინ წავაგეთ, მაგრამ აზერბაიჯანში გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ. თუ მეტოქის მინუსებს უკეთ გამოვიყენებთ, ბაქოში უნდა გავიმარჯვოთ. შანსი არ დაგვიკარგავს და უნდა შევეცადოთ, შეცდომები არ დავუშვათ.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი „დინამო თბილისსა“ და „ნეფთჩის“ შორის 14 ივლისს ბაქოში გაიმართება.