კახა ცხადაძე „საბურთალოსთან“ მატჩზე - ასეთი თამაშები ჩემპიონატის დონეს ძალიან აწევს #1TVSPORT
კახა ცხადაძე „საბურთალოსთან“ მატჩზე - ასეთი თამაშები ჩემპიონატის დონეს ძალიან აწევს #1TVSPORT

„დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელებმა „დინამო არენაზე“ გამართული ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრა შეაფასეს, რომელიც 0:0 დასრულდა.

ლევან კორღალიძე, „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი: ვფიქრომ, რომ ძალიან დაძაბული და საინტერესო შეხვედრა იყო. პირველ ტაიმში ცოტა სითამამე გვაკლდა და „დინამოს“ უპირატესობით მიმდინარეობდა. მაგრამ მეორე ტაიმში შევძელით, ვითარება გამოვასწორეთ და მომენტები საკმაოდ შევქმენით. ალბათ, ფრე ლოგიკური შედეგი იყო“.

კახა ცხადაძე, „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი: „ზოგადად ვიტყვი, რომ ძალიან მაღალი დონის შეხვედრა იყო, ძალიან მაღალი სისწრაფეებით იყო და ორივე გუნდმა შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარა. ასეთი თამაშები ძალიან აწევს ჩემპიონატის დონეს – თავისი სიმძაფრით, ორთაბრძოლებით და სისწრაფეებით“.

„დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდების კარგ თამაშს მხოლოდ გოლი დააკლდა: „მეორე ნახევარში ბევრი კარგი პოზიციური შეტევა განვახორციელეთ. ერთადერთი, რაც მატჩს დააკლდა და რაზეც შეიძლება გულშემატკივარს გული დაწყდეს – ბოლო გადაცემა და გოლი იყო. მადლობა ფეხბურთელებს, ყველაფერი კარგად შეასრულეს. „საბურთალო“ კარგად ამორბის და კონტრშეტევებს სწრაფად ახორციელებს, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავით და პრინციპში, სწორად გავთვალეთ, როდესაც სამი ცენტრალური მცველი დავაყენეთ და პრინციპში, ამ პრობლემებს გავუმკლავდით“.

დატოვე კომენტარი