ფრე თბილისური გუნდების დაპირისპირებაში - „დინამო“ „საბურთალოს“ დაუზავდა #1TVSPORT
ფრე თბილისური გუნდების დაპირისპირებაში - „დინამო“ „საბურთალოს“ დაუზავდა #1TVSPORT

„დინამო არენაზე“ თბილისური დერბით გაიხსნა ეროვნული ლიგის მე-14 ტური – „დინამო თბილისმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და ქულები გაიყო.

„დინამოს“ (25 ქულა) კონკუნეტ ბათუმის „დინამოსთან“ (28) გათანაბრების შანსი ჰქონდა, ხოლო „საბურთალოს“ (22) – თანაქალაქებთან. ზოგადად, ბოლო წლებში ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს.

ახლაც ასე მოხდა – პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, მაგრამ ფეხბურთელებმა კარგი სანახაობა ვერ აჩვენეს, საგოლე მომენტები თითქმის არ იქმნებოდა და უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარი ბევრად სანახაობრივი გამოდგა და გუნდებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს. „დინამოელთა დარტყმებს ხან „საბურთალოს“ მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი გადაეღობა, ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა.

ბოლო წუთებზე „საბურთალომ“ უპირატესობა მოიპოვა და დაწინაურების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ, მეკარესთან პირისპირ დარჩენილ იური ტაბატაძეს „დინამოს“ კიპერმა ანდრეს პრიეტო გადაეფარა და რეალური საგოლე ხიფათი განმუხტა.

საბოლოოდ, – შეხვედრა 0:0 დასრულდა და „დინამო თბილისი“ (26) ისევ მეორე ადგილზე დარჩა, ხოლო „საბურთალო“ (23) წყალტუბოს „სამგურალს“ (23) გაუთანაბრდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მესამეზე გადაინაცვლა.

დატოვე კომენტარი