კაილ კუზმამ კლიპერსთან მატჩის დროს კოჭი დაიზიანა

11:47, 05.03.2019
LOS ANGELES, CALIFORNIA - MARCH 04:  Kyle Kuzma #0 of the Los Angeles Lakers grabs his ankle after landing awkwardly during the second half of a game agains the Los Angeles Clippers at Staples Center on March 04, 2019 in Los Angeles, California. (Photo by Sean M. Haffey/Getty Images)

ლეიკერსი უმძიმეს მდგომარეობაშია. გუნდი 30 მოგებით და 34 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზე იმყოფება. მერვე ადგილზე მყოფ სან-ანტონიოსთან მას უკვე 6 მოგება აშორებს. სტეიპლს ცენტრში გამართული ლოს ანჯელესური დერბი უმნიშვნელოვანესი იყო ორივე გუნდისთვის. მასპინძლის სტატუსით მოასპარეზე ლეიკერსმა მეტოქეს მხოლოდ პირველი მეოთხედი მოუგო და საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 105:113 დათმო.

ეს წაგება ლეიკერსის საპლეიოფო შანსს მეტად სათუოს ხდის. შეხვედრის მეოთხე მეოთხედში კაილ კუზმამ კოჭის ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ დაბრუნებულა. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო საკუთარ გუნდს ვერ ეხმარება ლონზო ბოლი, კლიპერსის წინააღმდეგ ვერ ითამაშა ბრენდონ ინგრამმა. ახლა კი ლეიკერსს კუზმაც დაუშავდა. საბედნიეროდ, ახალგაზრდა კალათბურთელის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა, თუმცა მომდევნო მატჩს დენვერის წინააღმდეგ კუზმა სავარაუდოდ მაინც გამოტოვებს.

მსგავსი