კაია კალასი – მნიშვნელოვანია საგარეო და უსაფრთხოების საკითხების თანხვედრა, სომხეთის თანხვედრა 37 პროცენტია, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ რთულია, მაგრამ ამას პარტნიორ ქვეყნებსაც ვთხოვთ

20:57, 03.12.2025

მსოფლიო წესრიგი აშკარად იცვლება და სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს პარტნიორებთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სტრატეგიული თანხვედრა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, მარტა კოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კალასის თქმით, ამჟამად სომხეთის თანხვედრა 37 პროცენტს შეადგენს.

„ასე რომ, დიახ, სანქციები, რომლებიც რუსეთს დავუწესეთ, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ჩვენ ამას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსაც ვთხოვთ, რადგან ყველას გვინდა, რომ ომი დასრულდეს. ვფიქრობ, ამ ომის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე დიდია, ამიტომაც დავაწესეთ სანქციები, ამ ომის დასასრულებლად. სწორედ ამიტომ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ამ გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში იყვნენ, სწორედ ამიტომ ვთავაზობთ სავაჭრო პორტფელების დივერსიფიკაციის შესაძლებლობებს, რათა რეალურად არ იყოთ დამოკიდებული რუსეთზე. ეს არის მსოფლიო, რომელსაც ახლა ვხედავთ, ამიტომ ჩვენ ყველა ვიბრძვით, რათა ეს ომი დასრულდეს, სწორედ ამიტომ გვაქვს სანქციები დაწესებული და თუ ყველა შეასრულებს ამ სანქციებს და არ მოხდება გვერდის ავლა, მით უფრო სწრაფად დავასრულებთ ომს, რადგან ერთ მხარეს ამოეწურება ომის დასაფინანსებლად საჭირო რესურსი“, – განაცხადა კაია კალასმა.

მსგავსი