კაელ ლაურის 33 ქულა - „ტორონტომ“ „ბოსტონთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა (ვიდეო)

ოროლანდოში გრძელდება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფების სერია. აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ფინალისტსა და „მაიამის“ მეტოქეს სერიის მეშვიდე შეხვედრა გამოავლენს.

ბოსტონისა“ და „ტორონტოს“ რიგით მე-6 შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად 2 ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. საბოლოოდ მოქმედმა ჩემპიონმა 3 ქულის სხვაობით გაიმარჯვა (125-122) და ანგარიში 3-3 გახადა.

რეპტორსის“ რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა კაელ ლაურიმ. მის ანგარიშზე 33 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასია. 23 ქულით დაასრულა მატჩი ნორმან პაუელმა. 21 ქულა ჰქონდა ფრედ ვანვლიტს. მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. 13 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი გაიფორმა ოჯი ანუნობიმ.

სელტიკსის“ რიგებში 31 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი იყო. 29 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა ჯეისონ ტეიტუმმა. მას სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. სამაგიეროდ სამმაგი დუბლი შეასრლა მარკუს სმარტმა (23 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი), თუმცა ეს „ბოსტონს” გამარჯვებისთვის არ ეყო.

ამ ორ გუნდს შორის გადამწყვეტი მატჩი 12 სექტემბერს გაიმართება.