„კლიპერსი“ „დენვერთან“ სერიაში 3-1 დაწინაურდა - ლეონარდმა 30 ქულა დააგროვა (ვიდეო)

ლოს ანჯელესკლიპერსი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა. დოკ რივერსის გუნდმა „დენვერს“ სერიის რიგით მეოთხე შეხვედრაში შანსი არ დაუტოვა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 85:96.

მატჩში, საბოლოო ჯამში, ძალიან ცოტა ქულა ჩავარდა. ლოსანჯელესელებს შორის 30 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო კავაი ლეონარდი იყო. მას სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. ასევე აქტივში ჰქონდა 4 ჩაჭრა და 2 დაფარება. 11-11 ქულა დააგროვეს მარკუს მორისმა და ივიცა ზუბაცმა. ლუ უილიამსმა საკუთარ გუნდს 12 ქულა შესძინა. მონტრეზლ ჰარელმა 15 ქულა მიითვალა.

„დენვერის“ რიგებში 26 ქულითა და 11 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი ჩაიწერა პირად აქტივში ნიკოლა იოკიჩმა. ჯამალ მარეი 18 ქულით შემოიფარგლა.

სერიის რიგით მე-5 მატჩი „კლიპერსსა“ და „დენვერს” შორის 12 სექტემბერს გაიმართება.