კაჭარავა ინდივიდუალურად ემზადება - „ანორთოსისში“ ქართველის დაბრუნებას იმედით ელიან #1TVSPORT
კაჭარავა ინდივიდუალურად ემზადება - „ანორთოსისში“ ქართველის დაბრუნებას იმედით ელიან #1TVSPORT

ნიკა კაჭარავა ფამაგუსტას „ანორთოსისში“ დაბრუნდა და ახალი სეოზნისთვის ინდივიდუალურად ემზადება – ინფორმაციას კვიპროსული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ანორთოსისმა“ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა 27 წლის ქართველი თავდამსხმელის ვარჯიშის ფოტო და ნიკა კაჭარავასთან დაკავშირებულ ვითარებაზე განმარტებაც გააკეთა.

„გუნდის ახალწვეულების, კაილ ლაფერტისა და ონისიფორუ რუსიას გარდა, „ანორთოსისის“ შეტევის ხაზს ახალ სეზონში გააძლიერებს ნიკა კაჭარავა, რომელიც პოზნანისლეხში“ საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ დაბრუნდა. ქართველი თავდამსხმელი ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით ვარჯიშობს და ეტაპობრივად გაზრდის დატვირთვებს. კაჭარავა რეაბილიტაციას ასრულებს სერიოზული ტრავმის შემდეგ, რამაც გასული წლის დეკემბრის დასაწყისიდან თამაშის საშუალება არ მისცა. ნიკა შენ გვერდით ვართ!“ – წერია „ანორთოსისის“ პრეს-სამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კაჭარავა 2020 წლის 12 დეკემბერს ევროპის ლიგის მატჩში („ლეხი“ – „ბენფიკა“) მძიმედ დაშავდა.