კაჭარავა „ანორთოსისის“ ძირითადში დაბრუნდება - ქეცბაია გუნდიდან მის კონკურენტს უშვებს #1TVSPORT
კაჭარავა „ანორთოსისის“ ძირითადში დაბრუნდება - ქეცბაია გუნდიდან მის კონკურენტს უშვებს #1TVSPORT

ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომლითაც თემურ ქეცბაია უკმაყოფილოა და გაუშვებს, ნიკა კაჭარავას კონკურენტი, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თავდამსხმელი კაილ ლაფერტია – ინფორმაციას გამოცემა „კერკიდა“ ავრცელებს.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურში ნიქოზიაში „ოლიმპიაკოსთან“ წაგების (3:2) შემდეგ, თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ გუნდს რამდენიმე უსარგებლო მოთამაშე დატოვებს და მათ უფრო ხარისხიანი შემსრულებლები ჩაანაცვლებენ. მაგრამ ქართველ მწვრთნელს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.

ლაფერტი უკვე რამდენიმე დღეა ნორმალურად ვარჯიშობდა და „ოლიმპიაკოსთან“ ჩრდილოეთ ირლანდიელ თავდამსხმელი თემურ ქეცბაიამ სასტარტო შემადგენლობაში დააბრუნა. მაგრამ ყველაზე სავარაუდო სცენარია, საკვანძო მოთამაშე ნიკა კაჭარავა გახდეს. 34 წლის თავდამსხმელი ჯერ მწვრთნელის იმედებს ვერ ამართლებს“, – წერს ბერძნული გამოცემა.

Goal.com.cy კი ამტკიცებს, რომ უკვე ცნობილია სამი მოთამაშე, რომლებიც „ანორთოსისს“ დატოვებენ და სამივე ცნობილი ფეხბურთელია.

„მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მწვრთნელს გვარების დასახელება არ სურდა, როგორც ვიცით, ის არაა კმაყოფილი კაილ ლაფერტის (ძირითადად), დენის პოპოვიჩისა და პაულიუს არაიურის თამაშით. აღსანიშნავია, რომ ლაფერტის და არაიურს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, ხოლო პოპოვიჩის კონტრაქტი 2023 წლამდე მოქმედებს“.

„ანორთოსისი“ კვიპროსის სუპერლიგაში 10 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-7 ადგილზეა. მაგრამ თემურ ქეცბაიას გუნდს მეოთხეადგილოსან „ოლიმპიაკოსთან“ დაწევის შანსი გააჩნია, რადგან პაეკ-თან გამოტოვებული მატჩი აქვს ჩასატარებელი.