თემურ ქეცბაია - „ანორთოსისიდან“ ზოგიერთს გავუშვებთ და ხელს აღარ შეგვიშლიან #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - „ანორთოსისიდან“ ზოგიერთს გავუშვებთ და ხელს აღარ შეგვიშლიან #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურში ნიქოზიაში „ოლიმპიაკოსთან“ წაგების (3:2) შემდეგ თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა.

„ყოველი წაგებისას ერთი და იგივეს გამეორება მიწევს და ამით თავადაც დავიღალე. ასე არ არის, რომ მეტოქემ ჩვენზე უკეთ ითამაშა, მაგრამ 3 ქულა მოიპოვა. არადა, ჩვენ უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენეთ და მაინც წავაგეთ. ეს ისევ დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო მოხდა. მოთამაშეების მიმართ პრეტენზიები მაქვს“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

კვიპროსის თასის მფლობელის ქართველმა მწვრთნელმა გადაწყვეტილება გამოაცხადა – მალე „ანორთოსისს“ უსარგებლო მოთამაშეები დატოვებენ და მათ უფრო ხარისხიანი შემსრულებლები ჩაანაცვლებენ.

„ზოგიერთი მოთამაშე ვერ გვეხმარება და რაც უფრო ადრე წავა, მათთვისაც უკეთესი იქნება და ჩვენთვისაც. გადაწყვეტილებები მისაღებია, გუნდმა წინსვლა რომ გააგრძელოს. ოთხ ტრანსფერს განვახორციელებთ – რაც შეიძლება მეტი ცვლილება გვჭირდება. ვინც გუნდს დატოვებს, ისეთებით უნდა შევცვალოთ, რომ გააძლიერონ. ზოგიერთი დღეის შემდეგ დაგვტოვებს. მათ ხელს არ შევუშლით და ისინიც ხელს აღარ შეგვიშლიან“.

„ანორთოსისის“ მწვრთნელს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია. მაგრამ ყველაფერი მალე გაცხადდება – მომავალ ხუთშაბათს, „ანორთოსისი“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძის ბელგიურ „გენტს“ უმასპინძლებს, ხოლო კვიპროსის ჩემპიონატის შემდეგ ტურში გიორგი პაპუნაშვილის და რეზი ინჯგიას „აპოლონს“ მიიღებს.

„ანორთოსისი“ კვიპროსის სუპერლიგაში 10 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-7 ადგილზეა. მაგრამ თემურ ქეცბაიას გუნდს მეოთხეადგილოსან „ოლიმპიაკოსთან“ დაწევის შანსი გააჩნია, რადგან პაეკ-თან გამოტოვებული მატჩი აქვს ჩასატარებელი.