„ჯვაროსნები“ წლის პირველი მატჩისთვის სარაევოში ემზადებიან #1TVSPORT
„ჯვაროსნები“ წლის პირველი მატჩისთვის სარაევოში ემზადებიან #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში შეიკრიბა, სადაც ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას დღეს დაიწყებს. ვილი სანიოლი პირველ ვარჯიშს 22 მარტს გამართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩისთვის საფეხბურთო კლუბ „სარაევოს“ საწვრთნელ ბაზაზე მოემზადება. ამ ეტაპზე ბოსნია და ჰერცეგოვინაში ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 22 ფეხბურთელი ჩავიდა. სამხრეთ კორეული „ულსან ჰიუნდაის“ ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი საწვრთნელ პროცესში 23 მარტიდან ჩაერთვება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ლადო მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა)

თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

25 მარტი – 23:45

ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო

29 მარტი – 20:00

ალბანეთი – საქართველო