ჯვარაშვილი სომხეთის ნაკრებთან გამარჯვებაზე - მეტოქის თამაშიც კარგად შევისწავლეთ და მათი მოთამაშეებიც #1TVSPORT
ჯვარაშვილი სომხეთის ნაკრებთან გამარჯვებაზე - მეტოქის თამაშიც კარგად შევისწავლეთ და მათი მოთამაშეებიც #1TVSPORT

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში სომხეთის ნაკრებთან დამაჯერებელი გამარჯვების (5:0) შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების შემტევმა ვახტანგ ჯვარაშვილმა გააკეთა. მართალია, მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ გუნდის ქართველ წევრებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და მეტოქის დაცვას სულ დაძაბულობაში ამყოფებდა.

„სომხეთის ნაკრები მატჩამდე კარგად შევისწავლეთ და თავიდან ბოლომდე სათანადოდ გვყავდა გაშიფრული. მათ წინა თამაშებს ვუყურეთ, სუსტი და ძლიერი მხარეები დავინახეთ და ყველაფერი გავაანალიზეთ. აქედან გამომდინარე, საკუთარი ტაქტიკა გვქონდა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და ინდივიდუალურადაც. რაც მთავარია, ჩვენი მთავარი მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ და შედეგი ამან მოგვიტანა. ისიც სათქმელია, რომ ჩვენი მომენტებიც კარგად გამოვიყენეთ“. – ამბობს ვახტანგ ჯვარაშვილი.

შესარჩევ ჯგუფში მეოთხე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 10 მარტს ერევანში სომხეთთან გამართავს. სატურნირო თვალსაზრისით ამ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი