ჯოზეფ ბორელი - ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი იმის თაობაზე, თუ რა მოხდება ამ ზაფხულს უკრაინაში, მოსკოვი არ დაჯდება მოლაპარაკებებზე, სანამ არ ეცდება ომის მოგებას
ჯოზეფ ბორელი - ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი იმის თაობაზე, თუ რა მოხდება ამ ზაფხულს უკრაინაში, მოსკოვი არ დაჯდება მოლაპარაკებებზე, სანამ არ ეცდება ომის მოგებას

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უახლოეს თვეებში რუსეთის მხრიდან ახალ სამხედრო შეტევას პროგნოზირებს. ამის შესახებ მან ბარსელონაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

„მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი იმის შესახებ, თუ რა მოხდება ამ ზაფხულს უკრაინაში“, – განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, მოსკოვი არ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, სანამ არ ეცდება უკრაინაში ომის მოგებას.

„პუტინმა ერთხელ სცადა და ვერ შეძლო“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სამხედრო დანაკარგების მიუხედავად, რუსეთი შეეცდება, უკრაინა კვლავ დაიპყროს.

„რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ძალა და ის სათანადოდ უნდა შეფასდეს“, – განაცხადა ბორელმა.

მან ასევე ისაუბრა სამხედრო ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე, რათა დაძლიონ ევროპის წინაშე მდგარი თავდაცვის გამოწვევები.