ჯოვინო და კობახიძე „სივასპორთან“ მატჩისთვის ემზადებიან - ბათუმის „დინამოს“ მთავარ მეკარეს კორონა დაუდასტურდა #1TVSPORT
ჯოვინო და კობახიძე „სივასპორთან“ მატჩისთვის ემზადებიან - ბათუმის „დინამოს“ მთავარ მეკარეს კორონა დაუდასტურდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოში“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე კარგი ამბებიცაა და არასასიამოვნოც.

დიდი ალბათობით, განმეორებიოთ მატჩში გუნდს ერთ-ერთი ლიდერი ჯოვინო ფლამარიონი დაეხმარება, რომელმაც „სამტრედიასთან“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს ტრავმის გამო შეცვალეს.

ასევე მომჯობინდა ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძე, რომელმაც ეს მატჩი ტრავმის მიზეზით გამოტოვა. ცუდი ისაა, რომ ბათუმელებს ძირითადი მეკარე ვერ დაეხმარება. საქართველოს ნაკრების წევრი, 25 წლის ლაზარე კუტაპაძე თურქეთში არ გაემგზავრება და „სივასპორთან“ ვერ ითამაშებს, რადგან კორონავირუსზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.

კუპატაძე ბათუმის „დინამოს“ მესამე მოთამაშეა ლუკაშ გროცურეკისა და გიორგი ზარიას შემდეგ, რომელსაც ტესტის შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა და სამწუხაროდ, გუნდს ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად კარში, დიდი ალბათობით, 34 წლის გამოცდილ მიხელ ალავიძეს ვიხილავთ.

ბათუმის „დინამომ“ „სივასპორს“ პირველ მატჩში „ბათუმი არენაზე“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. განმეორებითი შეხვედრა თურქეთში 12 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.