ჯონ ვან სხიპი - კარგ გუნდს შევხვდით, რომელიც კარგად უტევდა #1TVSPORT
ჯონ ვან სხიპი - კარგ გუნდს შევხვდით, რომელიც კარგად უტევდა #1TVSPORT

საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან სხიპი საქართველოს ეროვნულ გუნდთან სალონიკში ფრედ დასრულებული მატჩით (1:1) იმედგაცრუებული დარჩა – ეს ნიდერლანდელმა მწვრთნელმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე არ დამალა. 

„ჩვენ ძალიან კარგ გუნდს შევხვდით. ვიცოდით, რომ საქართველო კარგად უტევდა და ეს გამოჩნდა კიდეც, რადგან გავიტანეთ თუ არა, ანგარიში მაშინვე გაათანაბრეს. ჩვენ ვერ ვთამაშობდით ისე, როგორც გვსურდა. პირველ ტაიმში მომენტები შევქმენით, მაგრამ მთლიანობაში გაგვიჭირდა და უკმაყოფილო ვარ. ჩვენ ვერ ვიპოვეთ გამოსავალი, სასურველ დონეზე რომ გვეთამაშა. იმედგაცრუებული ვართ არა მხოლოდ იმით, რომ მხოლოდ ქულა ავიღეთ, არამედ იმ თამაშითაც, რაც დღეს ვაჩვენეთ“, – განაცხადა ჯონ ვან სხიპმა.

საბერძნეთის ნაკრების ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი ლიდერებს მაინც დაეწევა: „საბოლოოდ, ჩვენ ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ ეს არ არის ის, რისი მიღწევაც გვსურდა. ესპანეთთან ქულა გამარჯვებას ჰგავდა, დღეს კი ქულა ტოლფასი იყო. ჩვენ ახლა თითოეულ ქულას უნდა გავუფრთხილდეთ. იმედია, რომ სექტემბრის მატჩებში ჩვენს შესაძლებლობებს უკეთესად გამოვავლენთ, დაშავებულები დაგვიბრუნდებიან და კონკურენტუნარიან გუნდს შევქმნით. ჩვენ ბოლომდე უნდა გვჯეროდეს, რომ ამ ჯგუფში წარმატების მიღწევას შევძლებთ”.