ვილი სანიოლი - უსამართლობა იქნებოდა, საქართველოს ქულა რომ არ აეღო #1TVSPORT
ვილი სანიოლი - უსამართლობა იქნებოდა, საქართველოს ქულა რომ არ აეღო #1TVSPORT

ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ფრედ დასრულებული შეხვედრა (1:1) შეაფასა და განაცხადა, რომ უსამართლო იქნებოდა, საქართველოს ნაკრებს სალონიკის „ტუმბა არენაზე“ ქულა არ აეღო.

„ძალიან უცნაური თამაში იყო. დასაწყისში საბერძნეთი შეიძლება დაწინაურებულიყო, მაგრამ ბოლოს მათ ანგარიში უცნაურად გახსნეს. საბედნიეროდ, მალევე გავათანაბრეთ. მე-20 წუთის შემდეგ, მატჩის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით. მე ვფიქრობ, რომ შვედეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ უკეთესად ვთამაშობდით, ქულები ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ ეს მატჩები წაგვადგა. ჩვენმა მოთამაშეებმა ისეთი თავდადება აჩვენეს, უსამართლო იქნებოდა, ქულა მაინც რომ არ აგვეღო“, – განაცხადა სანიოლმა.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, მას გუნდის იმედი აქვს: „მე ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით და იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტს მივაღწევთ. პანდემიის გამო დღეს მაყურებელი არ იყო, მაგრამ ჩვენთვის უფრო რთული იქნებოდა, ხალხმრავალ სტადიონზე რომ გვეთამაშა. იმედია, შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხალხს სტადიონზე ყველგან დაუშვებენ”.