ჯონ კირბი – აშშ გააგრძელებს მუშაობას სხვა ქვეყნებთან უკრაინული მარცვლეულის გატანის უზრუნველსაყოფად

01:57, 18.07.2023

აშშ გააგრძელებს მუშაობას სხვა ქვეყნებთან უკრაინული მარცვლეულის გატანის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„აშშ არ განიხილავს შეერთებული შტატების სამხედრო აქტივების გამოყენებას მარცვლეულის გადაზიდვების დასაცავად“, – განაცხადა კირბიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ აშშ გააგრძელებს სხვა ქვეყნებთან მუშაობას, რათა უზრუნველყოს უკრაინიდან მარცვლეულის გატანა.

მსგავსი