ჯოკოვიჩი ოლიმპიადის ერთეულთა თანრიგში ასპარეზობას გამოეთიშა - ფინალში ზვერევი ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩოგბურთის ტურნირის ნახევარფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან სამ სეტში ანგარიშით 6:1, 3:6, 1:6 დამარცხდა.

მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში რუსმა კარენ ხაჩანოვმა ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით 6:3, 6:3 სძლია და ფინალში ზვერევთან ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს მიმდინარე საჩოგბურთო სეზონში გერმანელი ლეგენდის, შტეფი გრაფის მიღწევის განმეორების კარგი შანსი ჰონდა, მაგარამ ამის გაკეთებას ვეღარ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ შტეფი გრაფი 1988 წელს გახდა პირველი და დღემდე ერთადერთი ჩოგბურთელი (ქალი თუ მამაკაცი), რომელმაც ოქროს სლემი შეასრულა – ერთ წელიწადში მოიგო დიდი სლემის ოთხივე ტურნირი და ოლიმპიური ოქროს მედალი ერთეულებში.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ტოკიოს ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის შერეულ წყვილთა თანრიგში, ნინა სტოიანოვიჩთან ერთად ტურნირის ნახევარფინალში დღეს იასპარეზებს.