ჯოკოვიჩი ოლიმპიადის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ჯოკოვიჩი ოლიმპიადის ნახევარფინალშია #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩოგბურთის ტურნირის ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მეოთხედფინალში ნოვაკი იაპონელ კეი ნიშიკორის შეხვდა და მეტოქე ორ სეტში ანგარიშით 6:2 6:0 დაამარცხა.

სერბის მომავალი მოწინააღმდეგე ფინალში გასასვლელად გერმანელ ალექსანფრ ზვერევსა და ფრანგ ჟერემი ჩარდს შორის გამარჯვებული იქნება.

მეორე ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს ესპანელმა პაბლო კარენო ბუსტამ და კარენ ხაჩანოვმა (ROC).

აღსანიშნავია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს მიმდინარე საჩოგბურთო სეზონში გერმანელი ლეგენდის, შტეფი გრაფის მიღწევის განმეორების კარგი შანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ შტეფი გრაფი 1988 წელს გახდა პირველი და დღემდე ერთადერთი ჩოგბურთელი (ქალი თუ მამაკაცი), რომელმაც ოქროს სლემი შეასრულა – ერთ წელიწადში მოიგო დიდი სლემის ოთხივე ტურნირი და ოლიმპიური ოქროს მედალი ერთეულებში.

სერბ ჩოგბურთელს წელს სამი დიდი სლემის ტურნირი უკვე მოგებული აქვს და იგი ყველაფერს გააკეთებს გერმანელი ლეგენდის მიღწევის გასამეორებლად, ამისათვის კი ნოვაკმა ჯერ ოლიმპიური ოქრო უნდა მოიგოს.