ჯოელ ემბიდმა პატარა გულშემატკივარი შესვენების დროს კალთაში ჩაისვა [ვიდეო]
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში „ფილადელფიამ“ საკუთარ არენაზე „ვაშინგტონს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა (132-115).
შეხვედრის მიმდინარეობისას „ველს ფარგო ცენტრში“ საკმაოდ სახალისო ფაქტი მოხდა. „სევენთი სიქსერსის“ ცენტრმა და ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ, ჯოელ ემბიდმა წუთშესვენების დროს „ფილადელფიას“ პატარა ფანი კალთაში ჩაისვა, რამაც დარბაზის ოვაციები გამოიწვია.
@JoelEmbiid took this young fan’s seat. So he gave up his lap!! @sixers #process #TrusttheProcess #class pic.twitter.com/DXhKYAmZYb
— Frank Murphy 📚 (@frankmurphy2009) January 9, 2019