ჯინჯოლავა „კადისის“ სარეზერვო გუნდში ითამაშებს #1TVSPORT
ჯინჯოლავა „კადისის“ სარეზერვო გუნდში ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი ჯინჯოლავა „კადისის“ სარეზერვო გუნდში ითამაშებს, – ამის შესახებ ლა ლიგის გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

„ქართველი ფეხბურთელი გიორგი-ჯემალ ჯინჯოლავა „კადისმა“ თავის შვილობილ გუნდში შეიყვანა. ფეხბურთელი მარცხენა და ცენტრალური მცველის როლში თამაშობს. 2000 წლის ივნისში დაბადებული ფეხბურთელი საქართველოს ლიგის კლუბ „საბურთალოდან“ მოვიდა იჯარით, მაგრამ „კადისმა“ ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება მიიღო“, – წერია „კადისის“ გვერდზე.

ქართველი მარცხენა მცველი იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, ამჟამად, 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია. „კადისთან“ მისი საიჯარო ხელშეკრულება 2021-22 წლების სეზონზეა გათვლილი.

ეს მცველის მეორე გამოცდილება იქნება ესპანურ ფეხბურთში – ორი წლის წინ გიორგი-ჯემალ ჯინჯოლავა „ბენიდორმში“ ასევე იჯარით გაუშვეს. მას საერთაშორისო მატჩებში გამოცდილება საკლუბო დონეზეც გააჩნია. მან „საბურთალოსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე ზაგრების „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშა.

გიორგი-ჯემალ ჯინჯოლავა „ბენიდორმიდან“ დაბრუნების შემდეგ თბილისის „ლოკომოტივში“ გადავიდა, „საბურთალოს“ კი წლეულს, სეზონის დაწყებამდე დაუბრუნდა.