ტოპ-ლიგის კლუბში კიდევ ერთი ქართველი წავიდა - ჯინჯოლავა „კადისში“ ითამაშებს #1TVSPORT
ტოპ-ლიგის კლუბში კიდევ ერთი ქართველი წავიდა - ჯინჯოლავა „კადისში“ ითამაშებს #1TVSPORT

საბურთალომ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა. გიორგი ჯინჯოლავა კარიერას ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „კადისში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„გიორგი ჯინჯოლავა ესპანურ კლუბში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, „კადისს“ კი შემდგომში მისი გამოსყიდვის უფლება ექნება“, – წერია თბილისური კლუბის პრეს-სამსახურის ცნობაში.

„კადისი“ ესპანეთის ლა ლიგის კლუბია, რომელმაც გასულ სეზონში ჩატარებულ 38 მატჩში 44 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილი დაიკავა. ჯინჯოლავა იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი, ახლა კი ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია. აღსანიშნავია, რომ 20 წლის მოთამაშე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილი მეორე ფეხბურთელია, გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ, რომელიც ლა ლიგაში ითამაშებს. მათ მალე გიორგი მამარდაშვილი დაემატება და ტოპ-ლიგების ერთ-ერთ საუკეთესო ლა ლიგის კლუბთან კონტრაქტი სამ ქართველს ექნება.

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო” აკადემიის ნიჭიერ ფეხბურთელებს სისტემატურად უხსნის გზას ევროპაში სათამაშოდ. ამ სიაში არიან ვაკო ყაზაიშვილი, დათა ხოჭოლავა, გიორგი ხარაიშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი. ბოლოს „საბურთალო“ გიორგი კოხრეიძემ დატოვა, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის „გრენობლში“ ითამაშებს. 22 წლის თავდამსხმელი საფრანგეთში ახლახანს წავიდა.