ჯინა ლოლობრიჯიდას შვილიშვილი დოპინგის მოხმარებაში გამოიჭირეს
ჯინა ლოლობრიჯიდას შვილიშვილი დოპინგის მოხმარებაში გამოიჭირეს

იტალიელმა ჯულია ლოლობრიჯიდამ, რომელიც გორგოლაჭებიანი ციგურებით გამოდის, დოპინგტესტი ჩააგდო, – იტყობინება სააგენტო ANSA.

სინჯში, რომელიც იტალიის ჩემპიონატზე აიღეს, აკრძალული პრეპარატი დიურეტიკი აღმოჩნდა. სპორტსმენი ტურნირებს დროებით ჩამოშორებულია.

ჯულია ლოლობრიჯიდა ლეგენდარული მსახიობის, ჯინა ლოლობრიჯიდას შვილიშვილია. მსახიობის ძმისშვილი ფრანჩესკა ლოლობრიჯიდა ასევე პროფესიონალი სპორტსმენია და ციგურებით რბენაში გამოდის. წელს მან მოიგო ევროპის ჩემპიონატი მას-სტარტში.