ჯიმი ტაბიძე - „სპარტაკს“ შანსი არ დავუტოვეთ #1TVSPORT
ჯიმი ტაბიძე - „სპარტაკს“ შანსი არ დავუტოვეთ #1TVSPORT

ჯიმი ტაბიძის „უფამ“ მოსკოვის „სპარტაკს“ დაბადების დღის აღნიშვნის საშუალება არ მისცა. მოსკოვში გამართულ პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში ქართველის გუნდმა იუბილარი 3:0 დაამარცხა, რაც დიდი სენსაცია იყო, ტაბიძემ კი დაცვაში საიმედო თამაშით ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ „სპარტაკს“ სწრაფი თავდამსხმელები ჰყავს და ისინი სახიფათოები არიან, როდესაც პასები მცველების უკან კეთდება. ჩვენ საამისოდ მათ თავისუფალი ზონები არ მივეცით, „სპარტაკის“ თავდამსხმელებს გოლის გატანა ამიტომ გაუჭირდათ. მთელი ჩვენი დაცვის ხაზი დღეს ძალიან კარგად და კომპეტენტურად თამაშობდა, ამიტომ მოსკოველებს არანაირი შანსი არ ჰქონდათ“, – აცხადებს „უფას“ ქართველი მცველი.

საქართველოს ნაკრების მცველმა „სპარტაკთან“ მოგებაში ახალი მთავარი მწვრთნელის, ალეკსეი სტუკალოვის ფაქტორს გაუსვა ხაზი, რომლის დანიშვნის შემდეგაც გუნდმა ზედიზედ ორი მატჩი 3:0 მოიგო (წინა ტურში „ახმატი“ დაამარცხა).

„როდესაც გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი მოდის, ყოველთვის ახალი ემოციაა. ჩვენ კარგად გავაანალიზეთ გუშინდელი მეტოქეც და ერთი კვირის წინ „ახმატიც“. დადებითი შედეგებიც ამის დამსახურებაა. რაც მთავარია, გასავარდნ ზონას თავი დავაღწიეთ. ჩვენი განწყობა უკვე ბევრად უკეთესია იმასთან შედარებით, რაც ორი კვირის წინ იყო. მაგრამ კიდევ ოთხი მატჩია სათამაშო, ანუ ჯერ კიდევ ოთხი ფინალი გველის“, – ამბობს ტაბიძე.