გულშემატკივრებმა ტაბიძე „უფას“ საუკეთესო მოთამაშეებში დაასახელეს - ქართველი გუნდში ყველაზე ძვირადღირებულია
გულშემატკივრებმა ტაბიძე „უფას“ საუკეთესო მოთამაშეებში დაასახელეს - ქართველი გუნდში ყველაზე ძვირადღირებულია

ჯიმი ტაბიძე „უფას“ გულშემატკივრებმა რუსეთის პრემიერლიგის სეზონის პირველი ნაწილის საუკეთესო მოთამაშეთა შორის მეორე ადგილზე დაასახელეს – ინფორმაციას კლუბის გვერდი ავრცელებს.

გულშემატკივრების გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა ოლეგ დანჩენკომ მიიღო – „უფას“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული უკრაინელი მცველის ტრანსფერიც ყაზანის „რუბინს“ ეკუთვნის. მას მხარი გულშემატკივრების 31% -მა დაუჭირა, ტაბიძე მეორე ადგილზე ხმების 20,5%-ით გავიდა, მესამე პოზიცია კი ბოიან ჯოკიჩმა დაიკავა (19,9%).

საინტერესოა, რომ პორტალმა „ტრანსფერმარკტმა“ „უფას“ მოთამაშეების განახლებული სატრანსფერო ფასები რომ წარმოადგინა, ბაშკირეთის გუნდის მოთამაშეთა საერთო ღირებულება 19 მილიონი ევროდან 17 მილიონ 900 ათასამდე შემცირდა, მაგრამ ჯიმი ტაბიძემ შეფასება შეინარჩუნა და გუნდის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა – ქართველი მცველის ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 2,5 მილიონი ევროა, ოლეგ დანჩენკოს – 2,3 მილიონი, ხოლო მეკარე ალექსანდრე ბელონოვის – 1,5 მილიონი.