ჯიმი ბატლერი „მაიამის“ მოელაპარაკა - სატრანსფერო სეზონის ეს და სხვა სიახლეები
ჯიმი ბატლერი „მაიამის“ მოელაპარაკა - სატრანსფერო სეზონის ეს და სხვა სიახლეები

ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, თავისუფალი აგენტი ჯიმი ბატლერი „მაიამი ჰიტის“ წინადადებას დათანხმდება და ფლორიდულ გუნდთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.

წყაროს ცნობით, აიზეა ტომასი მომდევნო სეზონიდან „ვაშინგტონში“ ითამაშებს. ვოჟნაროვსკის მტკიცებით, აიზეა „ვიზარდსთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. როგორც ირკვევა, ესპანელი პაუ გასოლი, რომელმაც 2018-2019 წლების რეგულარული სეზონი რეაბილიტაციაში გაატარა, „მილუოკის“ მომავალ სეზონში დაუბრუნდება. „ბაქსში“ ასევე ჩაირიცხა ვესლი მეთიუსი. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ფრენკ კამინსკი დათანხმდა „ფინიქსის“ წინადადებას და „სანსთან“ ორწლიანი ხელშეკრებულება გააფორმა. ამ დროის განმავლობაში, კამინსკი $10 მილიონ დოლარს მიიღებს. „მაიამის“ აწ უკვე ყოფილი კალათბურთელი ხასან ვაიტსაიდი კი ახალ რეგულარულს „პორტლენდში“ დაიწყებს. მის ნაცვლად, „მაიამი ენესი“ კანტერს მიიღებს. „ბლეიზერსი“ დაემშვიდობა სეტ კარის, რომელმაც შეთანხმებას „დალას მავერიკსთან“ მიაღწია.