ჯიმი ბატლერი „გოლდენ სტეიტში“ გადავიდა #1TVSPORT
ჯიმი ბატლერი „გოლდენ სტეიტში“ გადავიდა #1TVSPORT

„მაიამი ჰიტის“ ლიდერი ჯიმი ბატლერი „გოლდენ სტეიტ უორიორზში“ გადადის.

ცნობილი ინსაიდერის შემს ჩარანიას ინფორმაციით, „მაიამი“ ასრულებს თავისი ფორვარდის ტრანსფერზე გარიგებას.

სანაცვლოდ, „ჰიტი“ მიიღებს ფორვარდებს – ენდრიუ უიგინსს „გოლდენ სტეიტიდან“ და პი ჯეი ტაკერს „იუტადან“, აგრეთვე 2025 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლებას.

გაცვლის მეოთხე მონაწილეა „დეტროიტი“, სადაც გადადიან ლინდი უოტერსი „გოლდენ სტეიტიდან“ და ჯოშუა რიჩარდსონი „მაიამიდან“.

„იუტა“ მიიღებს „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელს დენის შრიოდერს.