ჯიღაურმა ისტორია დაწერა - ის პირველი ქართველია, ვინც უეფა-ს სამივე ტურნირზე გაიტანა #1TVSPORT
ჯიღაურმა ისტორია დაწერა - ის პირველი ქართველია, ვინც უეფა-ს სამივე ტურნირზე გაიტანა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ კონფერენს ლიგაზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო – გია გეგუჩაძის გუნდმა სან-მარინოს „ტრე პენე“ 4:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა – შეხვედრის მე-18 წუთზე სანმარინოელთა კარი ჯაბა ჯიღაურმა აიღო და უეფა-ს ტურნირების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის სამივე გათამაშებაში გაიტანა.

ჯიღაურს გატანილი აქვს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც „დინამო თბილისში“ (2016-17) თამაშობდა. ასევე გაუტანია ევროპალიგაზე საჩხერეს „ჩიხურასა“ (2013-14) და ჩრდილომაკედონიურივარდარის“ (2017) ფორმით, ახლა კი თავის გამოჩენა კონფერენს ლიგაზე ბათუმის „დინამოშიც” (2021-22) მოახერხა.

ჯაბა ჯიღაური ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველია. 29 წლის ფეხბურთელის პროფესიული კარიერა 2011 წელს „დინამო თბილისში“ დაიწყო და მას შემდეგ ექვსი კლუბის ფორმა მოირგო, საქართველოს ნაკრებში კი 15 მატჩი ჩაატარა.

 

დოსიე

ჯაბა ჯიღაური

2011-2016 დინამო თბ 81 (21)

2012-2013 დინამო-2 თბ 10 (4)

2013-2014 ჩიხურა 36 (9)

2017 ვარდარი 28 (4)

2018 აქტობე 0 (0)

2018 ორდაბასი 13 (3)

2018 2019 გრენობლე 7 (0)

2019 დინამო ბთ 30 (13)

ეროვნული ნაკრები

2011–2013 საქართველო 21 წლ. 12 (3)

2016- საქართველო 15 (0)

დატოვე კომენტარი