ჯერემი ლინი კორონავირუსთან საბრძოლველად მილიონ დოლარს გადარიცხავს
ჯერემი ლინი კორონავირუსთან საბრძოლველად მილიონ დოლარს გადარიცხავს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი წევრი და ჩემპიონი ჯერემი ლინი კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ლინი ამჟამად მშობლიურ ჩინეთში, „ბეიჯინგ დაქსის“ ღირსებას იცავს. 2018-19 წლების სეზონზე მან „ტორონტოსთან“ ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

COVID 19-ით მსოფლიოს მასშტაბით უკვე 2 მილიონ ადამიანზე მეტი არის ინფიცირებული. 128 ათასზე მეტი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. პანდემიის ეპიცენტრად, ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატები არის ქცეული, სადაც 614 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.