ჯება არჯევანიძე - გვსურს, ზამთრის სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს
ჯება არჯევანიძე - გვსურს, ზამთრის სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს

კრასნოიარსკში მიმდინარე ზამთრის უნივერსიადაზე საქართველოს დელეგაციამ ისტორიაში პირველად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილი ფიგურულ სტიალში მორის ყვითელაშვილმა აიღო.

რუსეთში ქართულ დელეგაციას საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ჯება არჯევანიძე ხელმძღვანელობს და მედლის აღების შემდეგ პირველ არხთან აღნიშნულ წარმატებაზე საუბრობს:

„ჩვენი ფედერაციისთვის ბრინჯაოს მედლის მოპოვება ძალიან დიდი მიღწევაა, ეს შედეგი მწვრთნელების, სპორტსმენების და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობის დამსახურებაა. ამ წარმატების მოპოვებით, მოტივაცია გვიორმაგდება და გვსურს, ზამთრის სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს, რაც უფრო დიდი გამარჯვებების საწინდარი იქნებ. რაც შეეხება მიმდინარე უნივერსიადას, მონაწილეობას 58 ქვეყანა იღებს. კრასნოიარსკში საკმაოდ ძლიერი სპორტსმენები არიან წარმოდგენილნი. ამის ფონზე მორის ყვითელაშვილის მედალი კიდევ უფრო მეტად სასიხარულოა“.

საქართველო კრასნოიარსკში 6 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. უნივერსიადა 2 მარტს დაიწყო და 12 მარტს დასრულდება.