ჯასტინ ტრუდო - განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც არ უნდა დასჭირდეს
პარასკევს ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბევრნაირი სიტყვით აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი მატყუარა და დამნაშავეა და არ შეიძლება, მას ენდო. მე ვდგავარ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ კანადის კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
„კანადა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც არ უნდა დასჭირდეს, რადგან უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიას იცავს, არამედ იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენი დემოკრატიების არსებობას. ამიტომ, როდესაც ვფიქრობთ, რა იქნება საჭირო მომავალ წლებში, შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ კანადა და კანადელები ყოველ ნაბიჯზე იქნებიან თქვენ გვერდით. ჩვენ არ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომელიც ჯერ არ დამყარებულა, მაგრამ კანადა იქნება და უკვე მზადაა, გააკეთოს ის, რაც საჭიროა. მაგრამ ეს იქნება გადაწყვეტილებები, რომლებსაც მომავალ წლებში მიიღებენ კანადელები და მათი მთავრობა“, – განაცხადა ტრუდომ.
მისივე თქმით, რუსეთი განაგრძობს ბრძოლას უკრაინაში მეტი ტერიტორიის დასაკავებლად.
„შეგვეძლო ამ ომის დასრულება ხვალვე, თუ რუსეთი გადაწყვეტდა უკრაინაში უკანონო შეჭრის შეწყვეტას. პარასკევს ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბევრნაირი სიტყვით აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი მატყუარა და დამნაშავეა და არ შეიძლება, მას ენდო, რომ ის სიტყვას შეასრულებს, რადგან მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ შეთანხმებას დაარღვევს. მე ვდგავარ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის გვერდით“, - აღნიშნა ჯასტინ ტრუდომ.