ჯამალ მუსიალამ ბოლო ერთ კვირაში მატჩის დროს გონება მეორედ დაკარგა #1TVSPORT
„ბაიერნის“ შემტევმა ნახევარმცველმა, ჯამალ მუსიალამ ერთი კვირის განმავლობაში ზედიზედ მეორე მატჩში დაკარგა გონება – ეს მოხდა „ჰაიდენჰაიმთან“ ამხანაგურ შეხვედრაში (4:2).
23 წლის ფეხბურთელი მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა მოედანზე, რამდენიმე წუთში კი მიწაზე დაეცა. მუსიალამ შეძლო წამოდგომა და მინდორი ექიმების დახმარებით დატოვა.
ბოლო ინციდენტის შემდეგ ფეხბურთელმა განცხადება გაავრცელა:
„პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი: ყველაფერი კარგად მაქვს! მადლობა თქვენი შეტყობინებებისა და მხარდაჭერისთვის!
მესმის, რომ ბევრი თქვენთაგანი წუხს. დღეს მინდა, გაგანთავისუფლოთ ამ მდგომარეობისგან და ცოტათი ავხსნა სიტუაცია.
დამიდგინეს გონების დაკარგვის დროებითი, ხანმოკლე ეპიზოდები, რომელიც ნევროლოგიურ დისფუნქციასთან არის დაკავშირებული და მკურნალობას კარგად ექვემდებარება.
სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის მომენტები, რომლებიც ბოლო დროს ხდებოდა, მაგალითად, „ლაიპციგთან“ ან „ჰაიდენჰაიმთან“ მატჩებში“.
15 აგვისტოს ნახევარმცველმა ასევე დაკარგა გონება „ლაიპციგთან“ ამხანაგურ მატჩში. მაშინ დაწერეს, რომ ამის მიზეზი სიცხე გახდა.