ინგლისელი სნუკერისტი ჯად ტრამპი სარეიტინგო ტურნირის – German Masters-ის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში ავსტრალიელ ნილ რობერტსონს 9:6 მოუგო.
პირველი სესიის შემდეგ თანაბარი ანგარიში იყო, მაგრამ ფინალის მეორე ნაწილში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.
30 წლის ინგლისელმა სეზონში მეოთხე სარეიტინგო ტურნირი მოიგო. მანამდე მან გაიმარჯვა International Championship-ში, World Open-სა და Northern Ireland Open-ში.
ტრამპმა ამ მოგებისთვის 80 ათასი ფუნტი მიიღო, რობერტსონმა – 35 ათასი.
სულ კარიერაში ტრამპს მოგებული აქვს 15 სარეიტინგო ტურნირი და ყველა დროის სიაში მერვე ადგილს იკავებს. მასზე მეტ ტურნირში გაუმარჯვიათ: ნილ რობერტსონს (17), მარკ სელბის (17), მარკ უილიამსს (22), სტივ დევისს (28), ჯონ ჰიგინსს (30), რონი ო’სალივანსა (36) და სტივენ ჰენდრის (36).
ტრამპი ინარჩუნებს პირველ ადგილს სნუკერის რეიტინგში, რობერტსონმა მარკ უილიამსს გაუსწრო და მეორე ადგილზე გადავიდა.