ჯაბარი პარკერსა და ბადი ჰილდს კორონავირუსი დაუდგინეს
ჯაბარი პარკერსა და ბადი ჰილდს კორონავირუსი დაუდგინეს

კორონავირუსის დიაგნოზი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთ კალათბურთელს დაუდგინეს. COVID 19 „საკრამენტოს“ წევრებს ჯაბარი პარკერს, ბადი ჰილდსა და ალექს ლენს დაუდასტურდათ.

მოგეხსენებათ, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სეზონს 31 ივლისს, მკაცრი პროტოკოლის თანხლებით განაახლებს. რამდენიმე კალათბურთელმა ამერიკაში არსებული მდგომარეობისა და პროტესტების გამო, განახლებულ სეზონში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მათ შორის არის „ლეიკერსი“” მცველი ევერი ბრედლი.

შეგახსენებთ, რომ „კინგსის“ კალათბურთელების გარდა, კორონავირუსის დიაგნოზი „ინდიანას“ წევრ მალკოლმ ბროგდონსა და ასევე „დენვერი“” ერთერთ ლიდერ ნიკოლა იოკიჩს დაუდასტურდა.