ივანე მაჭავარიანი - სახელმწიფო სექტორში პირობების გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ, რომ საუკეთესო თავები, საუკეთესო ტვინები მოვიზიდოთ
ივანე მაჭავარიანი - სახელმწიფო სექტორში პირობების გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ, რომ საუკეთესო თავები, საუკეთესო ტვინები მოვიზიდოთ

სახელმწიფო სექტორში პირობების გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ, რომ საუკეთესო თავები, საუკეთესო ტვინები მოვიზიდოთ, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ერთ დღეში ყველაფერს მოაგვარებდა, თუმცა სამწუხაროდ, ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს.

„დღეს გვაქვს ერთი დიდი პრობლემა – ხელფასის გამო მაღალკვალიფიციური კადრების გადინება კერძო სექტორში. კომიტეტზე იძახდნენ, რომ ძალიან დიდი ხარჯებია, ბიუროკრატიაა, არადა ამ დროს, მე, როგორც ფინანსთა მინისტრმა, სხვა რამ დავინახე, როდესაც მივედი სამინისტროში. დავინახე, რომ გვაქვს მაღალკვალიფიციური კადრების გადინება სხვადასხვა სამინისტროში, ვართ ნაკლებად კონკურენტუნარიანი კერძო სექტორთან მიმართებით. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ ამ სფეროში იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომ მოვიზიდოთ საუკეთესო თავები, საუკეთესო ტვინები. ჩვენ გავაკეთებთ იმდენს, რამდენის საშუალებასაც ჩვენი ფისკალური ჩარჩო მოგვცემს. რასაკვირველია, ჩემი სურვილით ერთ დღეში ყველაფერს გავაკეთებდი, მაგრამ სამწუხაროდ, არ არის ჯადოსნური ჯოხი.

აქედან გამომდინარე, სწორი მიმართულებით უნდა ვიაროთ და იმის მიხედვით, რამდენის საშუალებასაც მოგვცემს ეკონომიკური ზრდა და სხვა ტიპის ფისკალური ეფექტები, იმ დოზით და იმ ტემპით მოვახდინოთ მმართველობითი სისტემის მოდერნიზაცია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი